“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი ახალციხის სოფლების: ხაკის, საძელის, ყულალისის, ორალის, პატარა პამაჯისა და დიდი პამაჯის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სოფლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის”, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე.