სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 700.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.0%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 173.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 2.5%-ით, ხოლო იმპორტი – 10 526.9 მლნ. აშშ დოლარს. ზრდამ 3.3% შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 6 353.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 2 085.3 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 1 636.2 მილიონი აშშ დოლარით და აშშ – 1 278.8 მილიონი აშშ დოლარით.