ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერი ჟურნალისტის, თეონა ცხომელიძის მიერ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ანალიტიკოსი აფასებს ცხომელიძის იმ განცხადებას, სადაც ის წერს, რომ კესარია აბრამიძის სავარაუდო მკვლელი “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს სცემდა, გამოძიება კი შეეცდება, მას ხელი დააფაროს, შესაბამისად, “ცალკე ომი მოუწევთ სამართლიან განაჩენზე”.

“ქურდს ქუდი და, ავაზაკ კეზერაშვილს და მის გოშიებს კიდევ უფრო ეწვით. ყოველმხრივ ნაცნაძირალებო, არ შეიძლება ტრაგედიებზე პოლიტიკური ქულების დაწერა! საარჩევნო ბონუსები კი არა, სამართლიანად გაგთელავთ ჩვენი საზოგადოება”, – წერს აბაშიძე  “ფეისბუკის” გვერდზე.