„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ მოქმედებს, არათუ ხელისუფლებას აღარ უნდა გავაკაროთ, არამედ უნდა დადგეს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და უმკაცრესად გასამართლების საკითხი. ამ უსამშობლო ადამიანებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე და იმ ავტორიტარიზმზე, რომელშიც წლების განმავლობაში გვაცხოვრეს, არამედ, პირველ რიგში, უმძიმეს დანაშაულზე – დანაშაულზე, რომელსაც საქართველო მათ არასოდეს აპატიებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა
მისი განმარტებით, „სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დატრიალდა. გარე დავალების შესასრულებლად, მათ წამოიწყეს ომი, რომელიც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის, 30 ათასი ადამიანის დევნილობისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა!“
როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.
მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს გამთლიანების საკითხს, რისთვისაც ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად. მისივე თქმით, შესაბამისად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ამ კუთხითაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ვერავინ უნდა შეძლოს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას გახდება აუცილებელი!
„26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. დიახ, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა! მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით დღესაც უამრავი რისკი და გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, საქართველოში ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ! მშვიდობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო და ზოგადად, მსოფლიოში ხდება, ვფიქრობთ, ახლოვდება დრო, როდესაც დიდი ხნის ნატვრას ავიხდენთ და მშვიდობიანი გზით გამთლიანებულ საქართველოს ვიხილავთ! ამისათვის ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ამ კუთხითაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ვერავინ უნდა შეძლოს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას გახდება აუცილებელი!“ – განაცხადა ივანიშვილმა.