“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ჟურნალისტის – თეონა ცხომელიძის განცხადებას ეხმაურება. ცხომელიძე წერს, რომ დაკავებული “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს სცემდა, გამოძიება კი შეეცდება, მას ხელი დააფაროს, შესაბამისად, “ცალკე ომი მოუწევთ სამართლიან განაჩენზე”.

“ქართველი ჯარისკაცების ნაძარცვით ხელფასს რომ იღებ და ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით – პრემიას, სხვას რას უნდა ელოდო ამ “კეზერას” მინიონებისგან?!
ასე, ნამუსზე ხელის აღებით და საკუთარ სინდისთან კომპრომისით როგორ წერთ ამ სიბინძურეს?
არა ფაქტი და მტკიცებულება, უბრალოდ, აი ასე, დაავალეს და დაწერა, ან გუმანით იგრძნო, რა სიბინძურეც უნდა ეკადრა და იკადრა!
საკუთარ პატრონს ასე ემსგავსებოდნენ, პირველად ვნახე!” – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.