ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “Edison Research-ის” კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას არჩევნებზე 62%-იანი მხარდაჭერა ექნებათ.
„გუშინ კეზერვიზია “ფორმულამ” მორიგი და მათ გემოვნებაზე მოდელირებული “ფეიკ რეიტინგები” გამოაქვეყნა მოსახლეობის გასულელების მიზნით. რომ სცოდნოდათ გახარია-ხაზარაძის ტანდემის ფიასკო, ალბათ, კორექტივებს შეიტანდნენ.
ამ “ფეიკ” გამოკითხვით, რადიკალური ოპოზიცია, ჯამში, თურმე, აგროვებს იმდენ პროცენტს, რომ იღებს უმრავლესობას. ისმის კითხვა: თუ ასეა, მაშინ რა საჭიროება არსებობდა გახარია-ხაზარაძის “ქორწინების”? ის საჭიროება, რომ ვერც ერთი ვერ ახტება 5%-იან ბარიერს. აი, სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ლუსტრატორი იმისა, რომ “კეზერას” ამ “გამოკითხვებში” მოყვანილი ციფრები “ფეიკია”. თუმცა, ჩვენ ვიცით, რისთვისაც სჭირდება ეს გამოკითხვები უცხოელი აგენტების კლასტერს, – რომ 27 ოქტომბერს ერთ ხმაში იკივლონ – “გაგვიყალბეს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.