ლეგენდარული ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი უკვე საქართველოშია. “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი თბილისშია და მატჩისთვის მზადებას იწყებს, სადაც ქართული ფეხბურთის ლეგენდები მილანის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.
მატჩში მონაწილეობას ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ, როგორებიც არიან: კაკა, დიდა, კაფუ და სხვა გამოჩენილი ფეხბურთელები.
დღეს ლეგენდების ვარჯიში გაიმართება, მატჩი კი ხვალ, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის არენაზე დაიწყება.