“ქართული რევოლუციებიების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის, გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა არჩევნებისწინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა”, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

იგი ეხმაურება მაკკეინის ინსტიტუტის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ შეფასებას, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების დაწესებასა და რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი.

“NDI საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებამ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, ყოველგვარი ეჭვი გაფანტა არჩევნების შემდგომი სცენარის თანმიმდევრობის შესახებ. არავითარი სივრცე არ რჩება სპეკულაციებისათვის, რომ საქართველოში პროგნოზირებული, ვაშინგტონიდან მართული რევოლუციური გაგრძელება, თითქოს უსაფუძვლო და „შეთქმულების თეორიაა“.

ამავე განცხადებიდან კარგად ჩანს თუ როგორ დაუფარავად იყენებენ გლობალური ჰეგემონიის ცენტრები, მარიონეტებად ქცეულ EU ინსტიტუტებს, საკუთარ დამსჯელ იარაღად.

“ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერება მანამ, სანამ რეფორმები კანდიდატობის მოთხოვნების შესაბამისად არ გატარდება.
კონგრესმა უნდა მიიღოს საქართველოს შესახებ კანონმდებლობა, თუ „ქართული ოცნება“ არ გააუქმებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და გააგრძელებს ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობის მიღებას (როგორიცაა LGBTQ შეზღუდვები).”

ასეთია მაკკეინის ინსტიტუტის რეკომენდაციები. სადაც კიდევ ბევრ საინტერესოს ვკითხულობთ, არჩევნების შემდგომ მიტინგებზე, მათ დასახმარებლად გამოსაგზავნ ორპარტიული კონგრესის დელეგაციაზე და ა.შ.
კიევის მეიდანზე, ვიქტორია ნულანდის ღვეზელების დარიგების სცენარები ისევ ძალაშია.

ასევე ძალაშია ჩვენი ნება-სურვილი არ დავუშვათ საქართველოს გადაქცევა გადამწვარ ტერიტორიად და არ დავუთმოთ იგი გლობალური ჰეგემონიის ბოროტ ძალებს საკუთარ პლაცდარმად კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში”, – წერს ბიძინა გიორგობიანი “ფეისბუკის” გვერდზე.