“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში – ვახტანგ ბერიძე ხულოს სოფლების: ტუნაძეების, ქურდულისა და ახალი უბნის მოსახლეობას შეხვდა.

ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. შეაჯამეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები; ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.