უკრაინის პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შედგენილი გამარჯვების გეგმა, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, სინამდვილეში, გადარჩენის გეგმას წარმოადგენს. ინფორმაციას “The Times-ი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკის გამარჯვების გეგმა ოთხი პუნქტისგან შედგება. კერძოდ, ის ითხოვს, რომ დასავლეთმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, აგრეთვე, ნება დართოს კიევს, გააგრძელოს შეტევა რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით. ზელენსკის გეგმა ითვალისწინებს ასევე თანამედროვე შეიარაღების მიღებას დასავლეთისგან და საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას.

„ეს გამარჯვების გეგმა კი არა, გადარჩენის გეგმაა. ზელენსკი რეალისტი გახდა“, – წერს “The Times-ი”.

გაზეთის მტკიცებით, ზელენსკის ვიზიტი აშშ-ში უკანასკნელი იმედია, რომ ბაიდენი მას რუსეთის სიღრმეში იერიშების მისატანად დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვას მისცემს. ამ საკითხშიც უკრაინა მთლიანად ამერიკის დაზვერვის მონაცემებზეა დამოკიდებული.