“დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დავათვალიერე”, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

“ცენტრში დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოსა.და ტანვარჯიშის წრეები იფუნქციონირებს. შენობაში განთავსებულია მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ცენტრი ყოველთვიურად 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის ჯამური ღირებულება 17 186 593 ლარს შეადგენს”, – წერს პრემიერი “ფეისბუკის” გვერდზე.