„საარჩევნო კამპანიაში უსამართლო და გაუმჭვირვალე უცხოური ჩარევა ყველაზე დიდ აბსურდად მიმაჩნია. წარმოუდგენელია, რომ ზუსტად ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ იმალებიან „სამოქალაქო საზოგადოების“ უკან, რათა არჩევნების შედეგებზე მოახდინონ გავლენა“, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში

„ასეთი ჩარევა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და მე პირადად მესმის მთავრობის ძალისხმევის, რომ თავის მოქალაქეებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, თუ ვინ ვის აფინანსებს და ვინ ვის ინტერესებს წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფალ არჩევნებში ჩარევის მიზნით ბოროტად გამოყენება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებს; შესაბამისად, სწორია მათი გულახდილად დასახელება და ამომრჩეველთათვის გამჭვირვალედ ჩვენება“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკას“ გაუგზავნა.