“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყანასა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე ძველ ქანდაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.