რაჭაში, სოფელ ბუგეულში ყურძნის ქურდობასთან დაკავშირებით რამდენიმე ოპოიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფაქტი მოკვლეულ იქნა შესაბამისი უწყებების მიერ და სიმართლეს არ შეესაბამება.
გთხოვთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციების გავრცელებისაგან”, – წერს კობახიძე.