„უკრაინის პრეზიდენტი ახლა ჩვენს ქვეყანაში იმყოფება. ის ახორციელებს ბინძურ თავდასხმას თქვენს საყვარელ პრეზიდენტზე – ჩემზე“, – განაცხადა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მილიარდობით დოლარს აძლევენ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც უარს ამბობს გარიგებაზე.

ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არ იქნებიან ბედნიერები, ვიდრე ამერიკელ ბავშვებს ომში არ გაგზავნიან.

“ამერიკელ დედებსა და მამებს არ სურთ, მათი შვილები უკრაინასა და რუსეთს ებრძოდნენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები საზღვარგარეთ იღუპებოდნენ”, – აღნიშნა ტრამპმა.