“წეღან, ჩემს უმცროს და ახლო მეგობარ ვატო ქობალიასთან ერთად მოვინახულე ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი ქალაქ ზუგდიდში”, – წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ეს ცენტრი ერთ-ერთი უდიდესი და ქმედითი ნაბიჯია, სხვა მრავალ ნაბიჯთან ერთად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და “ქართული ოცნების” გუნდმა, ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად გადადგა.
“ეს გახლავთ სადღაც 3000 კვადრატულ მეტრამდე მოწყობილი, უმაღლესი ხარისხის თანამედროვე შენობა, არაჩვეულებრივი დაგეგმარებით და პროფესიონალების მიერ შესრულებული. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და ქმედითი ნაბიჯი, სხვა აურაცხელ ნაბიჯებთან ერთად, რომელიც ბიძინამ და “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა, ზვიად გამსახურდიას სახელის უკვდავსაყოფად რომ გადადგა.
ხოლო, მისი პოლიტიკური მოწინაღმდეგეები, რომლებითაც გაძეძგილია “ნაცმოძრაობის” რიგები, დღემდე ცდილობენ, შეთითხნილი ბრალდებებით, მისი სიცოცხლის მერე გასამართლებას.
დღეს კიდევ გამიმყარდა რწმენა, რომ სამეგრელოს მოსახლეობა, რომელიც მრავალჯერ იქნა დარბეული ხუნტის ბანდების მიერ და მერე პუტჩისტების მემკვიდრე, დღევანდელი ოპოზიციის მიერ, გასცემს საბოლოო პასუხს და ეტყვის კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ამომწურავ უარს 26 ოქტომბერს. #არანაცებს #არამათსატელიტებს”,- წერს გიორგი გამსახურდია.