ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების შეხვედრის ბილეთები ხვალიდან გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და ალბანეთის ეროვნულ გუნდებს შორის შეხვედრა თბილისში, 14 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.