აჰმედ იმამკულიევი “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში მოხვედრას აპროტესტებს და პარტიის თავმჯდომარეს – თინა ბოკუჩავას მისი სახელის სიიდან ამოღებას სთხოვს.

“აქედან მივმართავ პარტია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას თავმჯდომარეს ქალბატონ Tina Bokuchava-ს სასწრაფოთ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან.

ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას” საპარლამენტო სიაში.

ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიაში და იფიქრა რომ მე ამით შეურაწყოფა მომაყენოს ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი @&#%*+£!& რაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ!” – წერს იმამკულიევი სოციალურ ქსელში.