“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის ადმინისტრაციულ თემში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მოეწყო სპორტული მოედნები, მოსასვენებელი სკვერები, მოწესრიგდა წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურა.

მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც მმართველი გუნდი შემდეგი ეტაპის განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში აუცილებლად გაითვალისწინებს.

ვარდისუბნის ადმინისტრაციულ თემში შეხვედრები პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაიმართა.