“დემოკრატები ახლა არიან ომის პარტია – ისინი რუსეთთან ომში ჩვენს ჩაბმას აპირებენ”, – განაცხადა ფსიქოლოგთან, პროფესორ ჯორდან პიტერსონთან საუბრისას რობერტ კენედი უმცროსმა, რომელმაც დემოკრატიული პარტია დატოვა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.

კენედის თქმით, ომის მხარდამჭერ პარტიად რესპუბლიკელები ითვლებოდნენ, ხოლო დემოკრატები – პირიქით, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.

„ჩვენ (დემოკრატები) ვიყავით ის პარტია, რომელიც ომის წინააღმდეგი იყო; რესპუბლიკელები იყვნენ ომის მომხრე პარტია. ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელიც მხარს უჭერდა სამოქალაქო უფლებებს, მათ შორის, კონსტიტუციურ უფლებებს და, განსაკუთრებით, სიტყვის თავისუფლებას, რომელიც შეერთებული შტატების კონსტიტუციის ყველა სხვა უფლების გამაძლიერებელია”, – განაცხადა კენედიმ.