„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატნის მოსახლეობას შეხვდა.

ხუნდაძემ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„როგორც ყველა შეხვედრაზე, აქაც გამოიკვეთა მთავარი მოთხოვნა – უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება!“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე , მერის მოადგილე ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჩიტაური.