“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: წერეთლის, საიმერლოს, ბეგლიარისა და დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები, ასევე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები.
დელეგატმა მოსახლეობასთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, განსაკუთრებული აქცენტი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაკეთდა.