“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ზუკა რურუა ქავთარაძის ქუჩის N72-ისა და ნუცუბიძის N215-ის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები.
ზუკა რურუამ მოისმინა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. ასევე, დაიგეგმა სხვადასხვა პროექტის განხორციელება.
„ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევარი ვიყავი და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ახალგაზრდებისთვის ამისათვის შესაბამისი გარემო შევქმნათ.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე, აღვნიშნეთ, რომ მოქალაქეების მნიშვნელოვანი წილია იმაში, რომ დღეს გვაქვს მშვიდობა. 26 ოქტომბერს მყარად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ხმა მივცეთ მშვიდობასა და წინსვლას”, – განაცხადა ზუკა რურუამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.