ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა და მოამზადონ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

„ეს იქნება სალომე ზურაბიშვილისთვის ისეთი ტვირთი, რომელსაც ვერასდროს მოიცილებს. პოლიტიკურად ისედაც განულებული, მინუსებში გადავა.

ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ერთწლიანი “ტექნიკური მთავრობის” აკვიატებული იდეით, ის და მის ქარტიაზე ხელმომწერი რადიკალურ ოპოზიცია ქმნიან ძალიან საშიშ და მავნე პრეცედენტს, რომლითაც ცდილობენ, კონსტიტუციის ველიდან გაიყვანონ მთელი ქვეყანა.

ამ პოლიტიკურ კლასტერს, ქვეყნის კონსტიტუციასთან ასეთი დამოკიდებულებით, რამე ესაქმება ქართულ პოლიტიკაში?“ – წერს ანჯაფარიძე.