“ბიუჯეტების ზრდა მოგვცემს ხელფასების ზრდის საშუალებასაც. საჯარო სამსახურს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო, ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა და მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ზრდა 10 %-იანი მაჩვენებლით”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

„საბავშვო ბაღების პერსონალთან, სტანდარტული ზრდის მიღმა, დაგეგმილი გვაქვს 1-ლი იანვრიდან სუფთა 100 ლარით ხელფასების ზრდა თითოეული თანამშრომლისთვის და იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც სტანდარტული ზრდის მიღმა 100 ლარით გაიზრდება 1-ლი იანვრიდან მათი ხელფასები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.