“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია სოფელ ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა. მან მოინახულა კოლმეურნეობის, ფერმერებისა და ყელის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები.

შეხვედრებზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებსა და სამომავლო გეგმებს, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

„ვისაუბრეთ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ვაფასებ თითოეული ამომრჩევლის თანადგომას. ჩვენს გუნდს გააჩნია დიდი რესურსი და პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი რეგიონი სხვადასხვა მიმართულებით. თითოეული მოქალაქის ჩართულობა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა გია ჭყონიამ.