“ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის “ფეისბუკის” გვერდი “სინამდვილეში”:
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორმა ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” პარლამენტის წევრი ლევან ქარუმიძე მისი კომენტარის გამო დაბლოკა.
სინამდვილეში, ლევან ქარუმიძემ ეკა გიგაური კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით გავრცელებულ მანიპულაციაში ამხილა, ეკა გიგაური კი, ამის საპასუხოდ, პარლამენტის წევრის სოციალურ ქსელში დაბლოკვით, ამ მხილების ცენზურას ცდილობს.
ეკა გიგაურისა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიმდინარე პროექტების ბიუჯეტი, დაახლოებით, 6 000 000 ლარია, ძირითადი დონორი კი – შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida).
ორგანიზაცია, რომელიც 6 მილიონი ლარის დაფინანსებას იღებს და რომლის მიზანიც უნდა იყოს გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება, სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფითა და მედიის იგნორირებით გამოირჩევა, მისი დირექტორი კი პარლამენტის წევრებს განსხვავებული აზრის დაფიქსირებისა და მხილების გამო სოციალურ ქსელში ბლოკავს”.