2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ისაუბრა.
„როდესაც ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ დაკავებულიაო ბანდიტების ჯგუფიო, საბანდიტოდ, საყაჩაღოდ მიდიოდნენ და ერთ-ერთი ბანდიტი ლიკვიდირებულიაო, ბუტას მამიდამ დარეკა დონაძის აპარატში და უთხრა, ასეთ ტყუილს რატომ ავრცელებთ და ხალხს რატომ ეუბნებით ესეთ რამესო.
“ახლა გაჩვენებ შენ” – თვითონ დონაძემ უთხრა. ხუთ წუთში დაუწყეს ბრახუნი კარებზე, ახლა ნახავთ რას გიზავთო, აუვარდნენ და ახლა რომ შენ დაგიჭერთო ნახავო.
უნდოდათ მამიდის დაჭერა წარმოიდგინეთ და მეზობლებს გადაურეკა ბუტას მამიდამ და მთელი სამეზობლო გამოვარდა და ვეღარ მოახერხეს მისი წაყვანა და დაჭერა. რა დონეზე ბედავდნენ წარმოიდგინეთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.