„ეს ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას ყოველ დღე არღვევს და რომელსაც, ფაქტობრივად, ლეგიტიმურობა არ გააჩნია, თავს ამკვიდრებს არალეგიტიმურ მოქმედებებში და ვინც მას მხარს უჭერს, ვინც იმპიჩმენტს არ დაუჭირა მხარი, არიან ის ძალები, რომლებიც ლეგიტიმურად არ მოქმედებენ, ყველანაირად მოქმედებენ უცხოური აგენტების სახით, ანუ არ მოქმედებენ საქართველოს არჩევნების დამოკიდებულებით, არამედ, მოდიან ვიღაცების ინტერესების გატარებისთვის“, – განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
„ახლა რომ მოხდეს ისე, რომ დასრულდა ყველაფერი, მოხდა გადატრიალება, შემოვიდნენ სოდომისტები, რომლებიც პარტიებად, სხვადასხვა სახით აცხადებენ თავს, „გეი-მემორანდუმზე“ ხელმომწერი ხალხი და ყურმოჭრილი მონები იმათი, ვინც ამ ყველაფერს ჩვენში ამკვიდრებს – რას გააკეთებენ ისინი? პირველი, რომ მოვლენ ხელისუფლებაში, რომც არ უნდოდეთ სოდომიის დამკვიდრება საქართველოში, თავიანთი პატრონები ეტყვიან: დღესვე, ეს ყველაფერი, რაც იყო ამის წინააღმდეგ მიღებული, გააჩერეთ, ყველაფერი გაანადგურეთ და პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, თქვენი დავალებაა, „გეი პარადი“ ჩაატაროთ საქართველოში.
ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ასეთ დავალებას მისცემენ? მათი შემოწმება, პირველ რიგში, ამით მოხდება – რომ მოვლენ, ამ „პარადს“ ჩაატარებენ თუ არა. რომ ჩაატარებენ, ხალხი წინააღმდეგი ისევ იქნება, უკვე ხელისუფლების სტრუქტურას ისინი [უცხოეთიდან მართული ძალები] ხომ მოაჯდებიან და აიძულებენ პოლიციას და ჯარს, გამოვიდეს ხალხის წინააღმდეგ და თავში ურტყან ხალხს იმის გამო, რომ ეს სოდომისტური პარადის წინააღმდეგი ვინმე იქნება და წავა რეპრესიები.
ამას უყურებს რუსეთი და შემოვარდება. იმას ინტერესი რა აქვს? – რომ გაუჩნდეს საქართველოში ძალა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ხალხს ატერორებენ, რომ „მშველელად“ მოვიდეს. როცა სოდომელების ასეთი შეტევა წამოვა ხალხზე, თავისთავად, რუსეთი შემოვარდება – „მე ვეხმარები ქართველ ხალხს“; იქიდან თურქეთი გამოვარდება და თავისას დაიჭერს, იქიდან აზერბაიჯანი, იქიდან – სომხეთი… და საქართველო სად არის? – არსად. გეტყვიან – „ჯაველინებს“ მოგაწვდითო, დაიწყე „ჯაველინების“ სროლა და სად მიხვალ, საქართველო სად იქნება? – დაგვრჩება ყველაფერი უკან“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.