ტელეკომპანია „POSTV-ი“ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო ვიდეორგოლების ტელეეთერში განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ტელეკომპანია „POSTV-ი“ აბსოლუტურად იზიარებს და ეთანხმება ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებას კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის შესახებ.

იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობას“ დაქვემდებარებულმა „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ თავხედურად, სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით უარი თქვეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო რგოლების განთავსებაზე, საარჩევნო სუბიექტების მიმართ შექმნა შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა. საარჩევნო პროცესში ადგილი აქვს დისბალანსს, რომლის გამო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს არ ეძლევა საშუალება, თანაბრად ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუწყოთ პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკრიმინაციული და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას, უფრო მეტიც – მიგვაჩნია, რომ თავიდანვე შეცდომა იყო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” საარჩევნო რეკლამის ჩვენს ეთერში განთავსება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „POSTV-მ“ მიიღო გადაწყვეტილება, ეთერში აღარ განათავსოს კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში” შემავალი პარტიების საარჩევნო რგოლები“, – ნათქვამია განცხადებაში.