“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ხულოში, დიოკნისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – კორტოხში, გელაძეებსა და პაქაძეებში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატი გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, შეაჯამა ხულოს სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბარს. დელეგატმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა ფასი აქვს მშვიდობას ქვეყნისათვის.