რუსთავში ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. სკვერი რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

მწვანე სივრცეში რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება, ახალგაზრდა რუსთაველი ხელოვანის, რატი ჯიქიას სკულპტურა – “ოჯახი”, განთავსდა.

სკვერში საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი.