„იმედია, უკრაინის ოფიციალური პირები გასცემენ ყველა კითხვაზე პასუხს.
ეს ის უკრაინა არ არის, ჩვენი ელჩი რომ გამოაგდო და თავისი გაიწვია?
,,სტრატეგიული პარტნიორი”, ხომ? მოკლედ, რა, უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება უფრო დიდი მტერია ჩვენი, თუ – რუსეთი, უკვე ვეღარ გაიგებ…
საკუთარ ქვეყანაში ყველა პუნქტით დამარცხდნენ და ახლა ჩვენთან უნდათ, პრობლემები უფრო გაამძაფრონ…
სუს-ი: “ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში „დარიალიდან“ იგეგმებოდა”.