რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სკვერი ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა.
სკვერი ქალაქის ცენტრალური პროსპექტის ვიზუალის გათვალისწინებით განახლდა. სარეკრეაციო სივრცის მთავარ შესასვლელში დაბრუნდა ჰამლეტ გონაშვილის აღდგენილი ბიუსტიც.
სკვერში ასევე განთავსდა რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალის „ქართულის“ მონუმენტი. ღონისძიების სტუმრებისთვის პერფორმანსი გამართა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სალხინომ“.
საღამოს კულმინაცია კი სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „რუსთავის“ ვარსკვლავის გახსნა იყო, მომავალში ხეივანში სხვა ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების ვარსკვლავებიც გაიხსნება.