“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბარალეთის, იხტილას, მერენიას, დიდი და პატარა სამსარის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე; ასევე, შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები.

„26 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა მხარს დაუჭერს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას”, – განაცხადა სამველ მანუკიანმა.