“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობის გამორთმევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება.

“საერთოდ არაფერში გვჭირდება კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც მცირე გადახვევაც კი. რომც გვჭირდებოდეს, არ ვიკადრებთ! ამიტომ, თუკი ვინმე, ნებისმიერ დონეზე, იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, მიუთითეთ ამ განცხადებაზე და უთხარით, რომ პირიქით, ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს”, – წერს მდინარაძე “ფეისბუკის” გვერდზე.