“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“22 ოქტომბერი, დღის სიახლეები “გაჩერებული ეკონომიკის მქონე, იზოლაციაში მყოფი” ქვეყნიდან.

დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა – ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოგისტიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი;
პროექტი გარე დავალების შესაბამისად წლების მანძილზე განზრახ იყო დაპაუზებული.

დაიწყო ყულევის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა – საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარამდეა; საწარმო შეძლებს როგორც ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, ისე მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას, რომელიც მათ შორის, ევროპის ბაზარზე იქნება ექსპორტირებული.

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიწყო;
გზა, რომელიც საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის”,- წერს ვატო შაქარიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.