პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “სტრასბურგის სასამართლომ, საუკუნის ტყუილს, რაც ქართული კანონის რუსულად წარმოჩინებას გულისხმობდა, წერტილი დაუსვა”.
„საერთო ჯამში, ჩვენ გვქონდა ძალადობის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია – რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო, და აქ მე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს, რაც შეეხებოდა „გამჭვირვალობის კანონს“ და მის წინააღმდეგ, დისკრედიტაციისკენ მიმართულ, დეზინფორმაციულ, დაფინანსებულ კამპანიას. ამას რამდენიმე დღის წინ წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც აჩვენა, თუ რას ნიშნავს რუსული კანონი, პუნქტებად ჩამოწერა, თუ რა არის პრობლემური რუსულ კანონში და ყველამ დავინახეთ, რომ არც ერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში არ არის და ამით ეს საუკუნის ტყუილი რუსულ კანონთან დაკავშირებით დასრულდა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.