„სინამდვილეში, ეს ადამიანი კარგად იაზრებს სუს-ის მიერ აღკვეთილ საშიშროებას, მაგრამ მიესალმება მცდელობას, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად იქნას გამოყენებული რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” არის არასამთავრობო ორგანიზაცია ღია დესტრუქციული მიზნებით. ეს ძალა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ – სათანადო დავალების პირობებში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელები, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს მთავრობისგან უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას ითხოვდნენ, რაც ქართული სახელმწიფოს ომში ჩართვას ნიშნავდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა” იყო ასევე იმ NGO-ებს შორის, რომლებიც, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ქვეყნის წალეკვის მუქარით მთავრობის გადადგომას და ახალ მთავრობაში საკუთარ მონაწილეობას ითხოვდნენ.
ამჟამად, საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი და „სირცხვილიას“ აქტივისტი ქეთი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით, რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთას აკრიტიკებს: “ნახეთ, რით არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დაკავებული მაშინ, როცა უკრაინას შეიარაღება არ ჰყოფნის, და იმასაც დაუკვირდით, რომ ფსბ-ის აგენტების შემოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ”…
სინამდვილეში, ეს ადამიანი კარგად იაზრებს სუს-ის მიერ აღკვეთილ საშიშროებას, მაგრამ მიესალმება მცდელობას, რომ საქართველოს ტერიტორია დანაშაულებრივად იქნას გამოყენებული რუსეთში სხვადასხვა სახის თავდასხმის ორგანიზებისთვის, რათა საქართველო იქცეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციურ სამიზნედ.
როგორც იცით, ორგანიზატორების მიერ საქართველოში შემოტანილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომელიც შესაბამისმა სამსახურმა აღმოაჩინა, თავისი სიმძლავრით მნიშვნელოვანი მსხვერპლის გამოწვევა შეეძლო და ეს აჩენს ეჭვს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესაძლო დაგეგმვასთან დაკავშირებით).
ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ, ინსტიტუციურად მდგრად სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუცია გამართულად მუშაობს, მაგრამ არასამთავრობო სექტორი, რომელიც “watch dog-ის” ფუნქციას ვერ ასრულებს, პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ საქმეებში ებმება და დაფინანსებას ამ საქმეში მისი როლის პროპორციულად იღებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა”ამ როლით მოწინავეა და ღია დაპირისპირებაშია საზოგადოების უმრავლესობის განწყობებსა და სურვილებთან.
საზოგადოებას უნდა მშვიდობა! ამ აპოლიტიკურობას ამოფარებულ ყველაზე პოლიტიკურ ძალას დღესაც უნდა ომი!“