გორში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერმა გენო პეტრიაშვილმა დააფიქსირა.

„მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, ღირსეულ განვითარებას, სტაბილურ განვითარებას. მინდა ამომრჩევლებს ვუთხრა, რომ მობრძანდნენ, მოიხადონ საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე და გააკეთონ სწორი არჩევანი მშვიდობისა და ღირსეული განვითარებისთვის“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.