10:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 9.27%-ს შეადგენს, – ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 12.09%, ყველაზე დაბალი კი გურიაში – 7.65%.
რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8.23%, აჭარა – 7.81%, თბილისი – 10.07%, კახეთი – 10.05%, მცხეთა-მთიანეთი – 10.42%, ქვემო ქართლი – 8.47%, შიდა ქართლი – 9.66%, სამცხე-ჯავახეთი – 8.75%, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.09%, იმერეთი – 8.12%, გურია – 7.65%.
ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 10,66%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 8,34%-ს, 2020 წელს კი – 8,33%-ს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.