“წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკანონო აგიტაციის თაობაზე. რუსთავში, სხვადასხვა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა სააგიტაციო მასალის, კერძოდ, 5 ნომრის წაწერა და, ასევე, პლაკატების გაკვრა, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დარღვევას”, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

“ლაგოდეხში, 31-ე უბნის გარეთ, 9 ნომრის გულსაბნევით მოძრაობდა მოქალაქე ხვიჩა კუზიბაშვილი. რადგან აგიტაცია წარმოებს საარჩევნო უბნის 25 მეტრის რადიუსში, ფაქტზე განხორციელდა შეტყობინება 112-ში და კომისიაში დაფიქსირდა საჩივარი.

ქუთაისში, საარჩევნო უბანზე, „ლელოს“ წარმომადგენელი ეკა ცარციძე, რომელსაც 9 ნომრის მაიდენტიფიცირებელი გულსაბნევი ეკეთა, ახდენდა აგიტაციას, რის გამოც დაიწერა საჩივარი და ის გაძევებულ იქნა უბნიდან”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.