“ჩემი შეფასებით, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. შთამბეჭდავია ის დიდი სამუშაო, რაც საარჩევნო უბნებმა გასწიეს”, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ლუპ ბომიემ, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

„ბევრ უბანზე ვიყავი და ვითარებას ადგილზე გავეცანი. ვესაუბრე როგორც ოპოზიციის, ისე ადგილობრივი სამთავრობო პარტიის დამკვირვებლებს. როგორც მოვისმინე, ყველა მხარე დიდი მონდომებით აკვირდება კენჭისყრას. მათ გამჭვირვალე პროცესის სჯერათ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული სისტემა დაინერგა, რომელიც მათთვის არანაირ კითხვის ნიშანს არ ბადებს”, – განაცხადა ლუპ ბომიემ.