“ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა იმ განვლილ 4 წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა და ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ გადასცა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე ორ-ნახევარი წელიწადი გავიარეთ თქვენთან, ჩვენს ხალხთან ერთად. 4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როცა ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ის. ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა იმ განვლილ 4 წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა იმ ორ-ნახევარ წელიწადთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა ყველაფერი, აწონა, შეაფასა, მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ გადასცა.
მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა ყველა მხარდამჭერს ამ დიდი ნდობისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით, 56. % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5%-ია.