გლდანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება და 24 საათი იმუშავებს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

პარალელურად, მიმდინარეობს ვარკეთილში არსებული თავშესაფრის სრული რეაბილიტაცია.