“არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის”, – განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პია კაუმამ პრესკონფერენციაზე.

„ეს არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევანის გაკეთება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, არამედ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია“, – აღნიშნა დამკვირვებელმა.