“მადლობა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას”, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოზთრაქმა პრესკონფერენციაზე.
როგორც ოზთრაქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ქართველ ხალხს. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც 25 წლის წინ დაიწყო.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა აგრეთვე დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე.