“მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას”, – განაცხადა ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში.

„გულთბილი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომლებიც ასე გულთბილად დაგვხვდნენ და გულთბილად მიგვიღეს კენჭისყრის დღეს“, – განაცხადა პასკალ ალიზარდმა.