“რისი მომსწრენიც გუშინ გავხდით, მკაფიოდ დემოკრატიული პროცესი იყო. ყველაფერი, რაც ვნახეთ, სადაც ვიყავით და ვისაც გავესაუბრეთ, მთელი ეს პროცესი გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უმაღლესი დასავლური სტანდარტებით წარიმართა”, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ხორხე გონსალეზ გალარცამ.
მისივე თქმით, კენჭისყრის პროცესი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და მას და მის კოლეგებს საარჩევნო უბნებზე მცირე დარღვევაც კი არ უნახავთ. მან ასევე ქართველი ამომრჩევლის კომპეტენციაზე ისაუბრა.
„პროცესში უმაღლესი სტანდარტით ჩაერთო ქართველი ამომრჩეველი. მათ იცოდნენ, როგორ მიეცათ ხმა და ამას მშვიდობიანად აკეთებდნენ. მოხარული ვარ გაცნობით, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიხილეთ, სამაგალითოდ წარიმართა. მისიაში ჩამოსვლის დროს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური ცვლილების შესახებ გვქონდა ინფორმაცია. ეს რა თქმა უნდა საქართველოს საარჩევნო სისტემის მოდერნიზაციაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. თუმცა ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა ქართველი ამომრჩევლის კომპეტენციას. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, თუ როგორ უნდა მიეცათ ხმა. როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, ჩვენ არ გვინახავს მცირე დარღვევაც კი“, – განაცხადა ხორხე გონსალეზ გალარცამ.