პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი „The Economist-ში“ გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიასთან დაკავშირებით:
“ეს არის საქართველოს დისკრედიტაციისა და სააკაშვილის თემის რეაბილიტაციის მორიგი მცდელობა და, ზოგადად, ეს ყველაფერიც არის ერთი მთლიანი გეგმის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოს და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ”.
“პატიმარი და ოლიგარქი – ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის” – ამ სათაურით “The Economist-ში” გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც მკითხველს მხოლოდ იმ ინფორმაციას უყვება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარემ მიაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იანვარში საქართველოში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა, მათ შორის, ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელთან მარიამ ჯიშკარიანთან.